პროგრამამ გააერთიანა ადამიანები, რომლებიც ესწრაფვიან ემოციურ აღდგენას, პიროვნულ ზრდასა და ახალ ცხოვრებისეულ გარემოებებთან ადაპტაციას უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში.
პროექტი მიმდინარეობდა 2026 წლის თებერვლიდან ივნისამდე და მიზნად ისახავდა მონაწილეთა ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, შინაგანი რესურსის აღდგენასა და მკურნალობის დასრულების შემდეგ მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
Phoenix International Institute of Rebirth-მა ონკოლოგიურ საზოგადოება HOPE-თან ერთად განახორციელა პროექტი „ჯგუფური შეხვედრები“ — ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ონკოლოგიური დაავადების გამოცდილება გაიარეს.